WELT-ი Caucasus Build 2026-ზე: განახლებული პორტფელი და ახალი მიმართულებები

საინჟინრო სისტემების იმპორტიორმა კომპანია WELT-მა „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა Caucasus Build 2026-ში მიიღო მონაწილეობა და ვიზიტორებს პროდუქციის გაფართოებული ასორტიმენტი და ახალი ბრენდები წარუდგინა.

Caucasus Build სამშენებლო და საინჟინრო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს B2B და B2C მომხმარებლებს, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს. ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგში შემავალო კომპანია ველტი გამოფენაზე ორ სტენდზე იყო განთავსებული, როგორც შიდა პავილიონში, ისე გარე სივრცეში.

WELT-მა ვიზიტორებს საინჟინრო სისტემების მასალებისა და აქსესუარების მიღმა ახალი მიმართულებებიც გააცნო, მათ შორის ავტომატიზაციისა და აუდიო-ვიდეო სისტემები, ასევე თანამერდოვე გათბობის ქვაბების სისტემები.

“გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ჩვენი ასორტიმენტი და მომხმარებლებს უკვე ვთავაზობთ არა მხოლოდ გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციას, არამედ ავტომატიზაციის გადაწყვეტილებებსა და აუდიო-ვიდეო ვიზუალურ სისტემებსაც. განაცხადა ია მოდებაძემ, IVH-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა. – ეს გამოფენა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში შევხვდეთ როგორც B2B, ისე საცალო მომხმარებლებს, ჩვენი მიზანია ვიზიტორებს დეტალურად გავაცნოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი, სერტიფიცირების სტანდარტები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები.“

წლევანდელ გამოფენაზე კომპანიამ საცალო მიმართულება კიდევ უფრო გააძლიერა და ბაზარს ახალი ბრენდები წარუდგინა, მათ შორის ვიდეოთვალთვალის სისტემები Sunell, ესპანური პროფესიონალური აუდიო სისტემები Ecler, Haier-ის ინოვაციური და ამავდროულად ხელმისაწვდომი კლიმატური ტექნიკა, ასევე გათბობის ქვაბების ბრენდები Lamborghini და Ariston.

„ველტი წარმოადგენს ერთგვარს ხიდს საერთაშორისო ბრენდებსა და ქართულ ბაზარს შორის.”- აღნიშნა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ქენქაძემ. “ჩვენი მიზანია აქტიურად განვავითაროთ B2B მიმართულება და ამავდროულად ვგეგმავთ საცალო სეგმენტში კიდევ უფრო გაძლიერებას.“

გამოფენის განმავლობაში WELT-ის ს პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლებმა ვიზიტორებს ადგილზე გააცნეს პროდუქციის შესაძლებლობები და უპირატესობები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გასცნობოდნენ პროდუქციას და ადგილზევე მიეღოთ სფეროს ექსპლერტების კუნსულტაცია WELT-ის პორტფელში შემავალ ისეთი საერთაშორისო ბრენდებზე როგორებიცაა Danfoss, Daikin, Jung, Brofer, Soler & Palau, Halcor, Harris, Ayvaz, Sunell, Ariston, Lamborghini, Testo, Ecler, HTK და სხვა.

WELT წარმოადგენს Infinity Ventures Holding-ის წევრ კომპანიას და ახორციელებს მაღალი ხარისხის საინჟინრო, კლიმატური, აუდიო-ვიდეო და სხვა სისტემების სანდო იმპორტირებას და დისტრიბუციას საქართველოში. კომპანიის მრავალფეროვანი ასორტიმენტი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სანდო ბრენდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

გაზიარება