ველტი Danfoss-ისოფიციალური პარტნიორი გახდა

კომპანია WELT უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს პრემიუმ MEP მასალების იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოში. ბრენდის პორტფოლიოში თავმოყრილია წამყვანი მწარმოებლები, რომლებიც გამოირჩევიან ინოვაციური ინჟინრული გადაწყვეტილებებით, ხარისხითა და საიმედოობით. სწორედ ამ სიას დაემატა მსოფლიოში ცნობილი დანიური მწარმოებელი Danfoss, რომელიც გათბობისა და ბალანსირების ენერგოეფექტური სისტემებით არის აღიარებული. Danfoss-ის პროდუქტები გამოირჩევა ენერგოეფექტურობითა და ტემპერატურის ზუსტი კონტროლით, რაც ამცირებს ხარჯებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს ერთდროულად მაღალი კომფორტი და დაბალი ენერგომოხმარება — ეს კი დანიური ინოვაციისა და ტექნოლოგიური დახვეწილობის საუკეთესო მაგალითია.

Expo Georgia-ში მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამართულ სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენაზე WELT-მა ოფიციალურად წარმოადგინა Danfoss-ის გათბობისა და ბალანსირების სისტემები. დღეს ბრენდი უკვე ხელმისაწვდომია თბილისში, WELT-ის შოურუმში (სტანისლავსკის N1), სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ახლოდან დაათვალიერონ Danfoss-ის მრავალფეროვანი პროდუქტები, პირადად შეაფასონ ხარისხი და დიზაინი და მიიღონ დეტალური კონსულტაცია ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ.

გაზიარება