ველტის ორგანიზებით საერთაშორისო დანიური ბრენდის – Danfoss-ის ტრენინგი ჩატარდა

26–27 ნოემბერს საინჟინრო მასალებისა და აქსესუარების იმპორტიორი კომპანიის ველტის ორგანიზებით ინოვაციური დანიური ბრენდის – დანფოსის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი, რომელსაც ველტის პარტნიორები და თანამშრომლები ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახლად გახსნილ – ბაუმერის აკადემიის სადემონსტრაციო სივრცეში ჩატარდა.

სპეციალურად ამ ტრენინგისთვის ჩამოსულმა დანფოსის სერტიფიცირებულმა სპეციალისტებმა დამსწრეებს გაუზიარეს ინფორმაცია გათბობის სისტემების მართვის, ავტომატური ბალანსირების, Flat Station და სხვა სისტემების შესახებ.

ტრენინგზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ აკადემიაში წარმოდგენილ Danfoss-ის თერმოსტატებს, ჭკვიან კონტროლერებს და ჰიდრავლიკური სისტემის ბალანსირების სარქველებს, რომლებიც ზრდის სისტემების ეფექტიანობას და ენერგოეფექტურობას. სხვა მონაწილეებთან ერთად ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორებიც.

დღესდღეისობით მომხმარებლები ეძებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ერთ სივრცეში აერთიანებს კომფორტს, ზუსტ კონტროლს და ხარჯების შემცირებას. სწორედ ამ მიმართულებით გამოირჩევა დანიური ბრენდი Danfoss, რომელიც მსოფლიოში ცნობილია გათბობის, ბალანსირების და თერმორეგულირების ინოვაციური სისტემებით. კომპანია ველტი კი დანფოსის ოფიციალური დილერია საქართველოში.

გაზიარება