terms and conditions

ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები

შპს ველტ თრეიდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 405427195) (შემდგომში – „კომპანია“) და მისი მომხმარებელი, რომელიც არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურებით, თანხმდებიან შემდეგ პირობებზე:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები და ტერმინთა განმარტება

  1. წინამდებარე დოკუმენტი, „ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები“ (შემდგომში მოხსენიებული როგორც „წესები და პირობები“), წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას შპს „ველტ თრეიდსა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405427195, მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქუჩა, №28) და ვებგვერდის მომხმარებელს შორის.
  2. ვებგვერდი, რომელიც განთავსებულია დომენზე https://welt.ge/, წარმოადგენს კომპანიის ოფიციალურ პლატფორმას. წინამდებარე წესები, საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად, განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისებით სარგებლობისა და პლატფორმაზე წვდომის პირობებს.
  3. კომპანია ცალსახად აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვებგვერდი ფუნქციონირებს ექსკლუზიურად საინფორმაციო მიზნებისთვის. პლატფორმის ძირითადი დანიშნულებაა, მომხმარებელს გააცნოს და მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის მიერ შეთავაზებული გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ. ვინაიდან ვებგვერდი ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს, საიტის მეშვეობით არ ხორციელდება მომხმარებლის რეგისტრაცია (პირადი ანგარიშის შექმნა) და ონლაინ გაყიდვები (დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება). საიტზე მითითებული ნებისმიერი დეტალი, მათ შორის პროდუქციის აღწერილობა თუ ფასები, ემსახურება მომხმარებლის წინასწარ ინფორმირებას მხარეთა შორის ურთიერთობის პირობებისა და სტანდარტების შესახებ. მომხმარებელს კომპანიასთან დაკავშირება შეუძლია უშუალოდ საკონტაქტო ფორმის ან მითითებული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
  4. წინამდებარე წესებისა და პირობების მიზნებისთვის, დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
  5. კომპანია – შპს „ველტ თრეიდი“ (ს/კ 405427195).
  6. ვებგვერდი (პლატფორმა) – კომპანიის მფლობელობაში არსებული საიტი: https://welt.ge/.
  7. მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სტუმრობს საიტს, ეცნობა ინფორმაციას ან სარგებლობს კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურებით.
  8. ვებგვერდზე სტუმრობითა და საიტის (მათ შორის, საკონტაქტო ფორმის) გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე შეთანხმების ყველა პირობას.

მუხლი 2. ვებგვერდის გამოყენების პირობები და აკრძალვები

  1. წინამდებარე ვებგვერდით სარგებლობისას მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე „წესებისა და პირობების“ და კეთილსინდისიერების ზოგადი პრინციპების სრული დაცვით. ვინაიდან პლატფორმა ამ ეტაპზე ფუნქციონირებს საინფორმაციო მიზნებისთვის, მომხმარებლისთვის ნებადართულია ვებგვერდზე წარმოდგენილი კონტენტის დათვალიერება, კომპანიის პროდუქციისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და საკონტაქტო ფორმის მეშვეობით კომპანიასთან ლეგიტიმური კომუნიკაციის დამყარება.
  2. კომპანიის სერვისების გამოყენებასთან ან წვდომასთან დაკავშირებით, მომხმარებელი თანხმდება, რომ ზედმიწევნით დაიცავს კომპანიის პოლიტიკას და ყველა მოქმედ წესსა თუ რეგულაციას. იკრძალება კანონების, მესამე მხარის უფლებების, ასევე კომპანიის სისტემების, სერვისებისა და პოლიტიკის ნებისმიერი ფორმით ბოროტად გამოყენება.
  3. მომხმარებელს მკაცრად ეკრძალება კომპანიის პლატფორმის ფუნქციონირებაში უნებართვო ჩარევა, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, საიტზე არაგონივრული ან არაპროპორციულად დიდი ტექნიკური დატვირთვის შექმნას. დაუშვებელია ვებგვერდზე ან მის სერვერებზე ნებისმიერი სახის მავნე პროგრამული უზრუნველყოფის, ვირუსების ან სხვა ისეთი ტექნოლოგიური კოდების გავრცელება, რომლებიც მიზნად ისახავს სისტემის, მონაცემთა ბაზების ან ვებგვერდის ფუნქციონირების დაზიანებას, შეფერხებას ან მათზე უნებართვო წვდომის მოპოვებას.
  4. ამასთანავე, აკრძალულია ნებისმიერი სახის ტექნიკური თუ პროგრამული მანიპულირება, იმ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა, რომლებიც ეკუთვნის კომპანიას და ვებგვერდის სხვა მომხმარებლების შესახებ რაიმე სახის პერსონალური თუ სხვა ტიპის ინფორმაციის შეგროვება ან გამოყენება მათი წინასწარი თანხმობის გარეშე.
  5. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ჩათვლის, რომ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე შეთანხმებას, კომპანიის პოლიტიკას, ან ბოროტად იყენებს კომპანიის სერვისებს რაიმე ფორმით, კომპანიას სრული უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ და სხვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენების უფლების შეუზღუდავად, დაუყოვნებლივ შეზღუდოს, შეაჩეროს ან სრულად გააუქმოს მომხმარებლის წვდომა კომპანიის სერვისებსა და ვებგვერდზე.
  6. კომპანია იტოვებს უფლებას, დაუყოვნებლივ შეუჩეროს მომხმარებელს სერვისებზე წვდომა, თუ არსებობს ობიექტური და მნიშვნელოვანი საფუძველი, როგორიცაა წესების უხეში ან სისტემატური დარღვევა, თაღლითობის მცდელობა, პლატფორმის ფუნქციონირების ხელყოფა ან სხვა არამართლზომიერი ქმედება. ასეთ კრიტიკულ შემთხვევებში, დაუყოვნებლივი შეწყვეტა აუცილებელია კომპანიის, პლატფორმისა და სხვა მომხმარებლების უსაფრთხოებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად. კომპანია მუდმივად მიიღებს ყველა საჭირო ტექნიკურ ან/და სამართლებრივ ზომას, რათა დროულად იქნას თავიდან არიდებული კომპანიის სერვისების არაკეთილსინდისიერი გამოყენება

მუხლი 3. კომუნიკაცია და საკონტაქტო ფორმით სარგებლობა

  1. წინამდებარე ვებგვერდი მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალურ საკონტაქტო ფორმასა და საკომუნიკაციო არხებს, რომელთა მთავარი დანიშნულებაა კომპანიასთან მარტივი, სწრაფი და ეფექტური კავშირის დამყარება. აღნიშნული არხების მეშვეობით მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს კონსულტაცია კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სერვისებზე ან გაგზავნოს უკუკავშირი.
  2. საკონტაქტო ფორმის, ან ელექტრონული განაცხადის შევსებისას მომხმარებელი ვალდებულია, კომპანიას მიაწოდოს მხოლოდ უტყუარი, ზუსტი და სრულფასოვანი პერსონალური თუ საკონტაქტო მონაცემები (მათ შორის: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სურვილის შემთხვევაში – ფიზიკური მისამართი). იკრძალება სხვისი იდენტობის მითვისება, ყალბი ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის ნომრის გამოყენება და კომპანიის შეცდომაში შეყვანა. მომხმარებლის მიერ არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას კონსულტაციის გაწევის შეფერხებაზე ან კომუნიკაციის შეუძლებლობაზე.
  3. მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება, კითხვა თუ უკუკავშირი უნდა შეესაბამებოდეს ეთიკის ნორმებს. დაუშვებელია ვებგვერდისა და საკონტაქტო ფორმის გამოყენება სპამის, შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, დისკრიმინაციული, მესამე პირთა უფლებების შემლახველი ან სხვაგვარად კანონსაწინააღმდეგო შინაარსის მქონე ტექსტების გასაგზავნად. კომპანია იტოვებს სრულ უფლებას, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რეაგირების გარეშე დატოვოს მსგავსი შინაარსის შეტყობინებები და, საჭიროების შემთხვევაში, დაბლოკოს აღნიშნული მომხმარებლის შემდგომი წვდომა საკომუნიკაციო არხებზე.
  4. საკონტაქტო ფორმის გაგზავნითა და შესაბამისი თანხმობის მონიშვნით ან მომხმარებლის მიერ ვებ გვერდით სარგებლობის დაწყებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წესებს და გამოხატავს ნებაყოფლობით და იურიდიულად თანხმობას, რომ კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდეს მას მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე, რათა პასუხი გასცეს მის შეკითხვას ან გაუწიოს მოთხოვნილი კონსულტაცია.
  5. კომპანია იღებს ვალდებულებას, მომხმარებლის მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხოს გონივრულ ვადაში, თუმცა არ იძლევა დაუყოვნებელი პასუხის გარანტიას. საკონტაქტო ფორმით მოწოდებული მონაცემების დამუშავება და შენახვა განხორციელდება მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვითა და „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი 4. ინტელექტუალური საკუთრება

  1. წინამდებარე ვებგვერდზე განთავსებული ყველა სახის ინფორმაცია, მასალა და კონტენტი, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ტექსტებით, სტატიებით, ვიზუალური დიზაინით, გრაფიკული გამოსახულებებით, ლოგოტიპებით, სავაჭრო ნიშნებით, ფოტო და ვიდეო მასალით, პროგრამული უზრუნველყოფის კოდით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდის არქიტექტურითა და ინტერფეისით, წარმოადგენს კომპანიის ექსკლუზიურ ინტელექტუალურ საკუთრებას. აღნიშნული კონტენტი სრულად არის დაცული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის საავტორო და მომიჯნავე უფლებების, აგრეთვე სამრეწველო საკუთრების შესახებ მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად.
  2. მომხმარებელს ვებგვერდზე წვდომა და მასზე არსებული ინფორმაციის გამოყენება შეუძლია ექსკლუზიურად პირადი, საინფორმაციო და არაკომერციული მიზნებისათვის. იკრძალება კომპანიის წინასწარი, ოფიციალური წერილობითი თანხმობის გარეშე ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი კონტენტის, ტექსტის, დიზაინის, ლოგოს თუ სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ნებისმიერი ფორმით უნებართვო კოპირება, რეპროდუცირება, მოდიფიცირება, საჯარო ჩვენება, გავრცელება, გადამუშავება, გამოქვეყნება, თარგმნა, რეალიზაცია ან სხვაგვარი კომერციული თუ არაკომერციული მიზნით გამოყენება.
  3. ასევე, აკრძალულია ვებგვერდის შემადგენელი ნაწილების ამოღება, სისტემატური კოპირება და სხვა პლატფორმებზე ინტეგრირება კომპანიის მკაფიო წერილობითი ნებართვის გარეშე. აღნიშნული წესების დარღვევა განიხილება იმ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების უხეშ ხელყოფად, რომლებიც ეკუთვნის კომპანიას.
  4. ასეთ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს სრულ უფლებას და სხვა სამართლებრივი საშუალებების შეუზღუდავად, დაუყოვნებლივ შეუჩეროს ან სამუდამოდ დაუბლოკოს დამრღვევ მომხმარებელს ვებგვერდზე წვდომა. ამასთან, კომპანია მიმართავს ყველა სამართლებრივ მექანიზმს თავისი უფლებების დასაცავად, რაც გულისხმობს დამრღვევი პირისათვის სრული მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანის (მათ შორის, მიუღებელი შემოსავლისა და რეპუტაციული ზიანის) ანაზღაურების მიზნით, რომელიც კომპანიას მიადგება ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენების შედეგად.

თავი 5. მესამე პირთა ვებგვერდები და გარე ბმულები

  1. კომპანიის ვებგვერდზე, მომხმარებელთა საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფის, მათი უკეთესი ინფორმირებულობისა და დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით, შესაძლოა განთავსებული იყოს გარე ბმულები, რომლებიც გადამისამართებულია მესამე პირთა, მათ შორის, პარტნიორი ორგანიზაციების, პროდუქციის მწარმოებლების, მომწოდებლების, სოციალური ქსელების ან სხვა დამოუკიდებელი საინფორმაციო რესურსების ვებგვერდებზე.
  2. კომპანია ცალსახად აცხადებს და აფრთხილებს მომხმარებელს, რომ აღნიშნული მესამე პირთა ვებგვერდები და მათი პლატფორმების კონტენტი არ ექვემდებარება კომპანიის მართვასა და კონტროლს. შესაბამისად, კომპანია სრულად იხსნის ყოველგვარ იურიდიულ თუ მატერიალურ პასუხისმგებლობას ასეთ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე, უტყუარობაზე, აქტუალურობაზე, მიუკერძოებლობაზე, კანონიერებასა და უსაფრთხოების სტანდარტებზე. მესამე პირთა პლატფორმებზე არსებული მოსაზრებები, შეთავაზებები თუ სარეკლამო მასალები არ წარმოადგენს კომპანიის პოზიციას და გარე ბმულის საიტზე ფიზიკური არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს კომპანიის მიერ ამ ვებგვერდების შინაარსის, იქ წარმოდგენილი სერვისების ან პროდუქტების მხარდაჭერასა და რეკომენდაციას.
  3. ვებგვერდზე სტუმრობისას, მომხმარებელი თავად იღებს სრულ რისკსა და პასუხისმგებლობას მესამე პირთა ვებგვერდებზე გადასვლასა და იქ არსებული ნებისმიერი რესურსით სარგებლობაზე. კომპანია არ აგებს პასუხს პირდაპირ, არაპირდაპირ, შემთხვევით თუ სპეციფიკურ ზიანზე, ფინანსურ დანაკარგსა თუ მორალურ ზარალზე, რომელიც შესაძლოა დადგეს მომხმარებლის მიერ გარე ბმულების გამოყენების, გარე საიტებზე რაიმე სახის ტექნიკური ვირუსების მიღების, პერსონალური მონაცემების გაზიარების ან იქ მითითებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად. კომპანია ასევე იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე წაშალოს საიტიდან ნებისმიერი გარე ბმული.
  4. მომხმარებლები თავად უნდა გაეცნონ იმ კონკრეტული პლატფორმების გამოყენების ინდივიდუალურ წესებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელთა წესები და პირობები რეგულირდება უშუალოდ მათი წესების შესაბამისად.

თავი 6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  1. წინამდებარე ვებგვერდით სარგებლობა და მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გამოყენება ხორციელდება უშუალოდ მომხმარებლის საკუთარი რისკითა და სრული პასუხისმგებლობით. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ პლატფორმაზე წარმოდგენილი მონაცემები, პროდუქციის აღწერილობები, ტექნიკური მახასიათებლები და სერვისების შესახებ არსებული ცნობები იყოს ზუსტი, უტყუარი და განახლებული. მიუხედავად ამისა, ვინაიდან საიტი და მასზე წარმოდგენილი ნებისმიერი მითითება (მათ შორის, ფასები, მიწოდების პირობები და პროდუქციის აღწერა) ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს, კომპანია არ იძლევა პირდაპირ თუ ირიბ გარანტიას ამ ინფორმაციის აბსოლუტური სიზუსტისა თუ სისრულის შესახებ. მომხმარებელი თავად, დამოუკიდებლად წყვეტს, ეთანხმება თუ არა საიტზე მოცემულ პირობებს და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ქმედებების განხორციელებაზე.
  2. შესაბამისად, კომპანია იხსნის ყოველგვარ სამართლებრივ და მატერიალურ პასუხისმგებლობას ნებისმიერ პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით თუ შედეგობრივ ზიანზე, მატერიალურ დანაკარგზე ან მიუღებელ შემოსავალზე, რომელიც შესაძლოა დადგეს მომხმარებლის მიერ საიტზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობის, მისი ინტერპრეტაციის ან ამ ინფორმაციის საფუძველზე რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღების შედეგად.
  3. გარდა ამისა, კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკურ შეფერხებებზე. პლატფორმა მოწოდებულია „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ პრინციპების დაცვით. კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდი იფუნქციონირებს უწყვეტად, ტექნიკური ხარვეზების ან შეცდომების გარეშე, ან რომ საიტი და მისი სერვერები სრულად დაზღვეულია კომპიუტერული ვირუსებისგან ან სხვა მავნე პროგრამული უზრუნველყოფისგან. მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ ვებგვერდზე წვდომა შესაძლოა დროდადრო შეიზღუდოს ან დროებით სრულად გაითიშოს სარემონტო, სისტემების განახლების ან მოდიფიცირების მიზნით ჩასატარებელი აუცილებელი სამუშაოების გამო, რაზეც კომპანიას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურების კუთხით.
  4. კომპანია ასევე არ აგებს პასუხს იმ შეფერხებებზე, ტექნიკურ დეფექტებსა ან ზიანზე, რომლებიც გამოწვეულია მესამე პირთა მოქმედებით, ინტერნეტ-პროვაიდერების ხარვეზებით, ელექტროენერგიის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტით, სატელეკომუნიკაციო სისტემების გაუმართაობით ან ისეთი ფორს-მაჟორული (დაუძლეველი ძალის) გარემოებებით, როგორებიცაა სტიქიური უბედურებები, საგანგებო მდგომარეობა, ომი, ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები და სხვა ობიექტური ფაქტორები, რომლებიც სცდება კომპანიის გონივრული კონტროლისა და პრევენციის ფარგლებს. მომხმარებელი ვალდებულია თავად იზრუნოს საკუთარი ტექნიკური მოწყობილობებისა და მონაცემების უსაფრთხოებაზე შესაბამისი ანტივირუსული პროგრამების გამოყენებით.

თავი 7. მონაცემთა დაცვა

  1. კომპანია აცნობიერებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის კრიტიკულ მნიშვნელობას და პასუხისმგებლობით ეკიდება მათ კონფიდენციალურობას. ვებგვერდის, სოციალური ქსელების ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით კონსულტაციის მიღების ან ელექტრონული განაცხადის შევსებისას მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი) შეგროვება და დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომპანიის მიერ სპეციალურად შემუშავებული „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ დაცვით.
  2. „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“, რომელიც არეგულირებს მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და მესამე პირთათვის გაზიარების დეტალურ პირობებს, წარმოადგენს წინამდებარე „წესებისა და პირობების“ განუყოფელ ნაწილს.
  3. კომპანია უზრუნველყოფს ყველა აუცილებელი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომის მიღებას მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოებისათვის, რაც მოთხოვნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
  4. მიუხედავად უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვისა, ინტერნეტ სივრცეში მონაცემთა გადაცემა ყოველთვის შეიცავს გარკვეულ რისკებს. შესაბამისად, კომპანია იხსნის იურიდიულ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვაზე, მოდიფიცირებაზე ან გასაჯაროებაზე, თუ აღნიშნული განპირობებულია კიბერდამნაშავეების (ჰაკერების) და მესამე პირთა სხვა დანაშაულებრივი ქმედებებით, რომელთა თავიდან აცილებაც აღემატება კომპანიის შესაძლებლობებს.

თავი 8. ცვლილებები და დასკვნითი დებულებები

  1. კომპანია იტოვებს სრულ, ექსკლუზიურ და უპირობო უფლებას, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები, დამატებები, ან განახლებები წინამდებარე „წესებსა და პირობებში“. ნებისმიერი დაგეგმილი ცვლილების შესახებ მომხმარებელს აუცილებლად ეცნობება მათ ძალაში შესვლამდე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე. ინფორმირება შესაძლოა განხორციელდეს უშუალოდ SMS გზავნილის, ელექტრონული ფოსტის ან/და ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნების გზით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება შეცვლილ პირობებს, მას სრული უფლება აქვს, ცვლილებების ძალაში შესვლამდე, ყოველგვარი დამატებითი ფინანსური ხარჯისა თუ საჯარიმო სანქციის დაკისრების გარეშე შეწყვიტოს საიტით სარგებლობა და უარი თქვას ხელშეკრულებაზე. თუ მომხმარებელი აღნიშნული 30-დღიანი ვადის გასვლისა და ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ კვლავ გააგრძელებს კომპანიის სერვისების გამოყენებას, აღნიშნული ქმედება ავტომატურად ჩაითვლება მის თანხმობად განახლებულ პირობებზე. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ყველა წესი და მარეგულირებელი დოკუმენტი ადგენს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ერთიან წესებსა და პრინციპებს.
  2. წინამდებარე შეთანხმების დებულებები მოქმედებს დამოუკიდებლად. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელთან არსებულ შეთანხმებაში პირდაპირ სხვაგვარად არის გათვალისწინებული, თუკი ამ შეთანხმების რომელიმე დებულება, მუხლი ან პუნქტი კომპეტენტური ორგანოს მიერ ჩაითვლება ბათილად, ძალადაკარგულად ან რაიმე მიზეზით აღუსრულებლად, ასეთი დებულების ბათილობა არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა დარჩენილი დებულებების ნამდვილობასა და იურიდიულ აღსრულებაზე. დანარჩენი პირობები შეინარჩუნებენ სრულ ძალას. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული სათაურები მოცემულია მხოლოდ ტექსტის მარტივად აღქმისა და მითითებისთვის, შესაბამისად, ისინი არ ზღუდავენ და არ ცვლიან კონკრეტული მუხლების ფარგლებს ან მოცულობას.
  3. ამასთანავე, კომპანიის მხრიდან მომხმარებლის მიერ წინამდებარე შეთანხმების წესების დარღვევის მიმართ ქმედების ან სანქციის შეუსრულებლობა არ ნიშნავს კომპანიის უფლებაზე უარის თქმას, რომ მან რეაგირება მოახდინოს შემდგომ ან მსგავს დარღვევებზე. კომპანია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ უპირობოდ იმოქმედებს წინამდებარე მომხმარებლის შეთანხმების ყველა მცირე დარღვევის წინააღმდეგ, თუმცა ინარჩუნებს საკუთარი უფლებების დაცვისა და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების სრულ უფლებას ნებისმიერ დროს.
  4. წინამდებარე „წესები და პირობები“, მისი მოქმედება და მხარეთა შორის წარმოშობილი ყველა სახელშეკრულებო თუ არასახელშეკრულებო ურთიერთობა რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიასა და მომხმარებელს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხი ან უთანხმოება, პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს მეგობრული მოლაპარაკებებისა და კონსტრუქციული კომუნიკაციის გზით. თუ მხარეები მოლაპარაკების დაწყებიდან გონივრულ ვადაში ვერ შეძლებენ დავის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს, თავისი ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მიმართოს საქართველოს კომპეტენტურ სასამართლოს, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი განსჯადობის წესების დაცვით. სასამართლო დავის განხილვისას გამოყენებულ იქნება საქართველოს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. მოლაპარაკებების პროცესში კომპანიას უფლება აქვს, დავის მოგვარებისას ინდივიდუალური მიდგომა გამოიყენოს მომხმარებლის ისტორიისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც არ ჩაითვლება სხვა მომხმარებლების მიმართ არათანასწორ მიდგომად.